კომპანია თელასის განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 24 იანვარს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, მირიან მეფის, პეტრე იბერის (ნაწილობრივ), ვეფხისტყაოსნის, ავთანდილის, ასმათის, დავარის, საბურთალოს და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შავთელის, ჩახრუხაძის, ავლევის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიჩურინის, ართვინის, კაპანაძის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.