GD Banner
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ოპოზიციაში დღეს მყოფი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი რუპორი ჟურნალისტების თავხედობა იქამდე მიდის, რომ საკუთარ გაფუჭებულ საქმეს და მის შედეგებს დღევანდელ ხელისუფლებაზე შეხოცვას ცდილობენ

ამბობენ, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულაო, მაგრამ მაინც ძალიან უცნაურია, როდესაც ოპოზიციაში დღეს მყოფი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი რუპორი ჟურნალისტების თავხედობა იქამდე მიდის, რომ საკუთარ გაფუჭებულ საქმეს და მის შედეგებს დღევანდელ ხელისუფლებაზე შეხოცვას ცდილობენ. მათ არჩეული აქვთ გაღმა შედავების პოლიტიკა, რომელიც იწყება ხელისუფლებისთვის რუსეთუმეობის დაბრალებით და მთავრდება ნებისმიერ კონკრეტულ მოვლენაში ხელისუფლების დადანაშაულებით, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით, იმისათვის რომ, 2008 წლის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგებზე პასუხისმგებლებმა აირიდონ პასუხისმგებლობა, გაღმა შედავების პრინციპით, ცდილობენ ეს უმძიმესი ტვირთი დღევანდელ ხელისუფლებას აკიდონ.

„ვინ იღებს დასავლეთში ანტიდასავლურ (პრორუსულ) გადაწყვეტილებებს? ამბობენ, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულაო, მაგრამ მაინც ძალიან უცნაურია, როდესაც ოპოზიციაში დღეს მყოფი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი რუპორი ჟურნალისტების თავხედობა იქამდე მიდის, რომ საკუთარ გაფუჭებულ საქმეს და მის შედეგებს დღევანდელ ხელისუფლებაზე შეხოცვას ცდილობენ. მათ არჩეული აქვთ გაღმა შედავების პოლიტიკა, რომელიც იწყება ხელისუფლებისთვის რუსეთუმეობის დაბრალებით და მთავრდება ნებისმიერ კონკრეტულ მოვლენაში ხელისუფლების დადანაშაულებით. მაგალითად, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა კონკრეტული უძრავი ქონება, ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა ჯიბის ჟურნალისტებმა ერთი ამბავი ატეხეს, საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე სათანადო რეაგირება რატომ არ მოახდინაო.

ნაცვლად იმისა, რომ აფხაზეთის დღევანდელი სტატუსკვოს შექმნისთვის, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ან სასამართლოს წინაშე თვითონ პასუხობდნენ კითხვებს, აქეთ კითხულობენ, რატომ არ უშლის ხელს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის “ხელისუფლების” მიერ მიწების გასხვისებასო. არადა, დღევანდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით დაამტკიცა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების ყველა ქმედება არალეგიტიმურია, სწორედ ეს ხელისუფლება მტკიცედ ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას და მხოლოდ იმიტომ, რომ 2008 წლის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგებზე პასუხისმგებლებმა აირიდონ პასუხისმგებლობა, გაღმა შედავების პრინციპით, ცდილობენ ეს უმძიმესი ტვირთი დღევანდელ ხელისუფლებას აკიდონ. სინამდვილეში მათ უნდა გასცენ პასუხები კითხვებზე, თუ რატომ დაარქვეს კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი, რატომ შეიყვანეს ახალგორი და სხვა ტერიტორიები ე. წ. სამხრეთ ოსეთის ფარგლებში, რის შემდეგაც სწორედ მათ მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გაავლეს საზღვარი რუსებმა, რატომ ჩაებნენ წინასწარ წაგებულ ორდღიან ომში, იყო თუ არა ეს დიდი რუსული გარიგება, ევროპისა და ამერიკის კომუფლიაჟით, რატომ მოაწერეს ხელი ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას, სადაც მითითებული იყო, რომ კონკრეტული საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში სწორედ საქართველომ დაიწყო და ა. შ. და ა. შ.

დღევანდელი ხელისუფლების მიმართ რუსეთუმეს ძახილი სწორედ გაღმა შედავებისთვის სჭირდება იმ ხალხს, ვისაც უნდა, რომ ყურადღება გადაიტანოს მათ გუნდში არსებული შემდეგი უდავო ფაქტებიდან:

1. მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდობაში მსახურობდა რუსეთის კგბ-ს ჯარში, რომელიც გაპრეზიდენტების შემდეგ, 2004 წელს პუტინს მისთვის სამაგალითო #1 პოლიტიკოსს ეძახდა,

2. ე. წ. ვარდების რევოლუციის გამპრავებლად თბილისში ჩამოვიდა რუსი მინისტრი იგორ ივანოვი,

3. საქართველოს ეკონომიკის რუსმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ნახევარი საქართველო რუსეთს მიყიდა,

4. რუსეთის მოქალაქე იყო მათი საგარეო მინისტრი და 2018 წ. პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ცოცხალი თავით არ თმობდა რუსულ პასპორტს, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის კულტურის მინისტრს წერილით ეხვეწებოდა, ამღერე და აცეკვე ქართული ანსამბლები რუსეთის დედაქალაქშიო,

5. ასევე რუსეთის მოქალაქეა მათი ხაზინადარი, მილიონერი კობა ნაყოფია,

6. მათი პარლამენტის თავმჯდომარე იყო მათ მიერვე შემდგომში რუსეთუმედ შერაცხული ნინო ბურჯანაძე,

7. რუსეთის ბიუჯეტიდან არის მსუყედ დაფინანსებული მათი პოლიტვარსკვლავი ელენე ხოშტარია,

8. რუსეთიდან მოვლენილია აქ დაწინაურებული და მერე ნაცებთან გადამხტარი გიორგი გახარია,

9. ემიგრაციიდან მოვლენილი, აქ დაწინაურებული და შემდეგ ისიც ნაცების ნავში გადამხტარია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ლავროვს #1 დიპლომატს ეძახდა,

10. მათივე გუნდს ამშვენებს საბჭოთა კომსომოლიდან პირდაპირ გაბანკირებული და რუსეთში გამილიონერებული მამუკა ხაზარაძე.

ეს და კიდევ მრავალი სხვა ფაქტი დიდი კითხვის ნიშნებს იწვევს, რომელთა გასანეიტრალებლად გაღმა გვედავებიან სიტყვით მედასავლეთე და საქმით რუსეთუმე „გამოჩენილი პოლიტიკოსები“ და „უფლებადამცველები“. ახლა ეკლესიას მიადგნენ და ვითომ სტალინი და ზოგადად ხატების კანონიკურობის პრობლემა აწუხებთ. ამასაც გაღმა შედავების მოტივით აკეთებენ, ჩვენ ქრისტიანობის ბედი გვაწუხებს და ეკლესიაში დაგროვილ უკეთურობებს ვებრძვითო. მაგრამ ეს ფარისევლობა არავის სჯერა, რადგან ასე რომ იყოს, მივიდოდნენ საპატრიარქოში ან განცხადებას დაწერდნენ, ესა და ეს ხატი არაკანონიკურია, ვიმსჯელოთ ამაზე და გაიტანეთ ეკლესიიდანო. თუმცა, ბევრი მათგანი არც მალავს, რომ სწორედ რელიგიას ებრძვიან და არა კონკრეტულად თითქმის საუკუნის წინ გარდაცვლილ სტალინს. თვითონ ნატა ფერაძემ ღიად განაცხადა, სამების ეკლესია კორუფციის ბუდე და სიმახინჯეა, ანუ ფაქტობრივად, მის დანგრევას მოითხოვს. მოკლედ, გაცოცხლდა მებრძოლ უღმერთოთა კავშირი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ხალხი დასავლეთიდან ფინანსდება. თუმცა, აღარაფერი გვიკვირს მას შემდეგ, რაც დასავლეთში ბევრი სააკაშვილის 9-წლიან სისხლიან რეჟიმს დღემდე „დემოკრატიის შუქურას“ ეძახის. და ეს ყველაფერი სწორედ დასავლეთის დისკრედიტაციას ემსახურება. ამ ყველაფრის შემხედვარეს ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა, ვინ არიან ისინი, ვინც ასეთი ბნელი ძალების მატერიალური და მორალური მხარადჭერის გადაწყვეტილებას იღებენ, იქნებ მართალია ის მოსაზრება, რომ სწორედ კრემლის გულშემატკივრები ან სულაც მათი ფარული აგენტები არიან შეღწეულები დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნების თუ საერთაშორისო ინსტიტუტების მმართველ რგოლებში, რათა თავიანთი მიზანმიმართული ნაბიჯებით მოახდინონ დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და ხალხი ამ ღირებულებების წინააღმდეგ განაწყონ?“- წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა