GD Banner
პოლიტიკა

ისრაელში საქართველოს ელჩის პოზიციაზე ლაშა ჟვანია ზაზა კანდელაკმა შეცვალა

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა. მანამდე ამ პოსტს ლაშა ჟვანია იკავებდა. ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

მთავრობის ცნობით, ახალ ელჩთან დღეს შეხვედრა გამართა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

“შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს”, – წერია მთავრობის განცხადებაში.ზაზა კანდელაკი სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ზაზა კანდელაკი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე – საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,167 ნახვა