GD Banner
უცხოური მედია

ისრაელი და „ჰამასი“ ერთთვიანი ზავის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა უთანხმოება მაინც არსებობს – Reuters

ისრაელმა და „ჰამასის“ მებრძოლებმა სავარაუდოდ მიაღწიეს შეთანხმებას ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, რომ მხარეთა უთანხმოება საომარი მოქმედებების შეჩერების განხორციელებასთან დაკავშირებით კვლავ რჩება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად „ჰამასმა“ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღება რამდენიმე თვით, მაგრამ დეკემბრის ბოლოს მხარეები ერთთვიან პაუზაზე შეთანხმდნენ. ამავდროულად, ექვსი წყაროს თანახმად, ბოევიკებმა უარი თქვეს შემდგომ მოლაპარაკებებზე ცეცხლის შეწყვეტის მომდევნო პირობების შეთანხმებამდე.

თავის მხრივ, ისრაელის ხელისუფლება დაჟინებით მოითხოვდა „ეტაპობრივ შეთანხმებას“ – ცეცხლის შეწყვეტას მძევლების ეტაპობრივი გათავისუფლების დროს, ხოლო „ჰამასი“ ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ითხოვს.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, ბოევიკები შიშობენ, რომ ისრაელის არმია განაახლებს საომარ მოქმედებებს, როდესაც ყველა მშვიდობიან მოქალაქეს გაათავისუფლებენ. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,035 ნახვა