GD Banner
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე- ადამიანების ნაწილის აგრესია მიმართულია აღსრულებაში მომუშავე ადამიანების წინააღმდეგ, ვერ გაუთვითცნობიერებიათ, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ ველური კაპიტალიზმის დროს ძარცვა-გლეჯით დაწინაურებული ისეთი სუბიექტები, როგორიცაა ხანდაზმული თაღლითი ხაზარაძე

„ნახეთ რა ვაი-ვიშია ატეხილი იმ გაუბედურებული ოჯახს თავს არსებულ ტრაგედიაზე, რომელსაც სამევახშეო კაპიტალის გამო ოჯახიდან ასახლებენ! ადამიანების და განსაკუთრებით ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებელი, ნაწილის აგრესია მიმართულია აღსრულებაში მომუშავე ადამიანების და არა მთავარი მტრის ველური კაპიტალიზმის წინააღმდეგ!“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

„უკვე საუკუნის მესამედი გავიდა, რაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ცხოვრობს ველური კაპიტალიზმის პირობებში, სადაც ადამიანის თხემით ტერფამდე გაძარცვა ჩვეულებრივი მოვლენაა! კაპიტალიზმი არის დაუნდობელი ფორმაცია, რომელიც ანადგურებს აღატაკებს მილიონებს და ამდიდრებს ერთეულებს! რაც მკაფიოდ დაადასტურა მისმა ისტორიამ!

ნახეთ რა ვაი-ვიშია ატეხილი იმ გაუბედურებული ოჯახს თავს არსებულ ტრაგედიაზე, რომელსაც სამევახშეო კაპიტალის გამო ოჯახიდან ასახლებენ! ადამიანების და განსაკუთრებით ახალგაზრდების გაუთვითცნობიერებელი, ნაწილის(თუმცა ეს მათი ბრალი არაა. არ ასწავლეს და საიდან უნდა იცოდნენ?) აგრესია მიმართულია აღსრულებაში მომუშავე ადამიანების და არა მთავარი მტრის ველური კაპიტალიზმის წინააღმდეგ! მათ ვერ გაუთვითცნობიერებიათ, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ ველური კაპიტალიზმის დროს ძარცვა-გლეჯით დაწინაურებული ისეთი სუბიექტები, როგორიცაა მაგალითად ხანდაზმული თაღლითი ხაზარაძე და სხვა მისნაირი თაღლით-მედროვეები! რომელიც არმად ნაშოვნი ფულებით ისე გათავხედდა, რომ ახლა პოლიტიკაში განიზრახა ველურად დამკვიდრება და ამის აღსასრულებლად მილიონებს უხდის ვიღაც პიარჩიკს! ამიტომაც! იყავით გონიერი ვითარცა გუელნი! მიაგეთ ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრის! ასე, რომ ისე ნუ დაგემართებათ ნათქვამი, რომ არის: “კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს უწყო მტვრევაო!” აირჩიეთ სანამ ჯერ გვიან არ არის ველური კაპიტალიზმი გინდათ თუ სოციოკაპიტალიზმი, სადაც კაპიტალიზმის და სოციალიზმის საუკეთესო ელემენტები შეჯერებული და შერწყმული იქნება! და გაუქმებული იქნება მევახშეობა!“ -წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა