ნაცმოძრაობას ცუდად აქვს დაბედებული როზნერი – 2012 წელს ამ პიროვნებამ თავის ვირტუალურ წარმოდგენებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოაგებინა არჩევნები, სინამდვილეში როგორ დასრულდა, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ახლა ის „ლელოს“ გადაულოცეს. სინამდვილეში ერთი და იგივე პარტიაა 2-3 სხვადასხვა განშტოებით. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ ეტაპზე, ვისი პიარ-ლობისტი იქნება ბატონი როზნერი. ფაქტია, რომ მისი გათვლები შედეგებთან აბსოლუტურად აცდენილია. მოცემულობა, სადაც როზნერი ჩაერთო პიარ-კამპანიაში, უკვე წაგებული და ფიასკოთი დასრულებული თემაა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
„ლელოს“ წევრები პიარ-კონსულტანტ ჯერემი როზნერთან თანამშრომლობას „ქრონიკას“ უდასტურებენ და იმასაც ამბობენ, რომ როზნერი საარჩევნოდ მათთან კონსულტაციებს გამართავს.