GD Banner
სამართალი

“13 წლის გოგონა მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის მოქმედება განეხორციელებინა” – საგამოძიებო სამსახურმა გარყვნილი ქმედების ფაქტები გახსნა

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზე, 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით 13 წლის გოგო გა­იც­ნო, რო­მელ­საც Facebook-ით სა­უბ­რი­სას, შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის ამ­სახ­ველ ფოტო/ვი­დეო კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა და გაგ­ზავ­ნა მოს­თხო­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სკო­ლას­თან დახ­ვედ­რით და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და­ე­მუქ­რა.

„შე­ში­ნე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პირს ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი სხე­უ­ლის ფოტო და ვი­დეო კად­რე­ბი გა­და­უგ­ზავ­ნა. ამის შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვანს აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის დე­დას­თან და ახ­ლობ­ლებ­თან გავ­რცე­ლე­ბის მუ­ქა­რით, და­მა­ტე­ბით ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­დაგ­ზავ­ნა აი­ძუ­ლა. ასე­ვე, ბრალ­დე­ბულ­მა არას­რუ­წლო­ვა­ნი მუ­ქა­რით აი­ძუ­ლა, კბი­ლის ჯაგ­რი­სის გა­მო­ყე­ნე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვა­დას­ხვა მოქ­მე­დე­ბა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა და ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნა.

მას შემ­დეგ, რაც მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ 13 წლის არას­რულ­წლოვ­ნის დე­დამ შე­ი­ტყო, მან და­სახ­მა­რებ­ლად და და­ნა­შა­ულ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს მი­მარ­თა.

მოკ­ლე დრო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ბ., რომ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ნა­ნა­ხი იქნა არას­რულ­წლოვ­ნის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფოტო/ვი­დეო მა­სა­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის წა­რუდ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფის კი­დევ ერთი ფაქ­ტი გახ­სნა და 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ა. და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რებ­მა, 1987 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა ო. ა.-მა, ყო­ფილ მე­უღ­ლეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვა და სა­კუ­თარ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ტა­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვებს Whatsapp -ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­უგ­ზავ­ნა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ო.ა. და­ა­კა­ვა და მას ბრალ­დე­ბა გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ჩა­დე­ნი­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის­თვის წა­რედ­გი­ნა.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტე­ბის აღ­საკ­ვე­თად და და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად ბრძო­ლას აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის და მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­სა­ცა­ვად, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი სკო­ლებ­ში აქ­ტი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რებს ატა­რებს.

ნე­ბის­მი­ერ და­ზა­რა­ლე­ბულ პირს შე­უძ­ლია და­ა­ფიქ­სი­როს შე­ტყო­ბი­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ცხელ ხაზ­ზე: #199 ან მი­მარ­თოს სამ­სა­ხუ­რის ოფი­სებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით შემ­დეგ მი­სა­მარ­თებ­ზე: ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი, მი­ხე­ილ ასა­თი­ა­ნის ქ. N9. ქა­ლა­ქი ქუ­თა­ი­სი (მის: ი. აბა­ში­ძის გამ­ზი­რი N 22), ქა­ლა­ქი ბა­თუ­მი (მის: გ. მაზ­ნი­აშ­ვი­ლის ქ N 54), ქა­ლა­ქი ზუგ­დი­დი (მის: კოს­ტა­ვას ქ. N 58) და ქა­ლა­ქი თე­ლა­ვი (მის: ერეკ­ლე II-ის გამ­ზი­რი, №16)”, – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა