უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
კიევის ცნობით, უკრაინის ქალაქებზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, კიევში დაშავდა 18 ადამიანი.
დარნიცკის რაიონში რუსული რაკეტის ნაწილები დაეცა მრავალსართულიან სახლსა და საბაშვო ბაღს.
უკანსაკნელი ცნობებით, ხარკოვზე იერიში შედეგად დაღუპულია ორი ქალი, დაშავდა კიდევ 11 მოქალაქე. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ხარკოვის მერის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად ერთ-ერთ სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მუშაობენ მაშველები.
რუსეთის იერიში განხორციელდა ასევე დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ პავლგოროდზე და ლვოვზეც. განგაში გამოცხადებული იყო იდესაშიც.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 41 რაკეტა გაისროლა, მათგან საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 გაანადგურეს.