GD Banner
უცხოური მედია

ტრამპის მთავარი მეტოქე დესანტისი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა კვირას გამოაცხადა, რომ ეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლას. მან ასევე თქვა, რომ მხარდაჭერას უცხადებს ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატურას, რომელიც მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძვის.

დესანტისმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოცქსელ X-ში დაწერა. პოლიტიკოსმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აიოვის შტატის კოკუსში მეორე ადგილი დაიკავა, მას არ შეუძლია „მხარდამჭერებს მოსთხოვოს, ნებაყოფლობით დათმონ საკუთარი დრო და საკუთარი რესურსები გაიღონ გამარჯვების ნათელი გზის გარეშე“.

„აშკარაა, რომ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის მონაწილეთა უმრავლესობას სურს, დონალდ ტრამპს მეორე შანსი მისცენ. თუმცა მე მქონდა მასთან გარკვეული უთანხმოება, მაგალითად, პანდემიის საკითხზე, ასევე ენტონი ფაუჩის დაწინაურებაზე. თუმცა, ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჯობს. მე ხელი მოვაწერე დაპირებას, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დავუჭერდი მხარს და მე ჩემს დაპირებას შევასრულებ. ტრამპს ექნება ჩემი მხარდაჭერა“,-განაცხადა მან. 

როგორც BBC ანიშნავს, დესანტისის მოულოდნელი განცხადება გამოქვეყნდა ნიუ-ჰემფშირის საპრეზიდენტო პრაიმერიზის წინ, რომელიც 23 იანვარს გაიმართება. მას შემდეგ, რაც დესანტისი რბოლას ჩამოშორდა, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის ერთადერთ სერიოზულ მეტოქედ რჩება სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი და გაეროში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი.

როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, დესანტისს ბევრნი მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად რესპუბლიკური პარტიიდან. 2023 წლის დამდეგს ის რამდენიმე გამოკითხვაში ლიდერობდა. მაგრამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ფლორიდის გუბერნატორის მხარდამჭერთა ბაზისი შემცირდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,955 ნახვა