GD Banner
სპორტი

ნუკრი რევიშვილი- კაშიას გადაწყვეტილება აუხსნელია… ამას კალაძე, კობიაშვილი და კანკავა არ გააკეთებდნენ

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი sportal.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს, გურამ კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა, რომ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას პირველობა დაეფიქსირებინა, თუმცა მან ეს არ გააკეთა.

მისივე თქმით, გურამ კაშიას გადაწყვეტილება აუხსნელია.

„ძალიან დამწყდა გული, როცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფიფას გამოკითხვაში მესამე ადგილზე გაჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც, ალბათ, 50 წელია, არ გვყოლია,-

გურამ კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა,  ქართველი ფეხბურთელის პირველობა – ამ შემთხვევაში კვარაცხელიას – ისტორიული ამბავი დაეფიქსირებინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაობიექტური არ იქნებოდა. გურამის გადაწყვეტილება აუხსნელია. ამას ჩვენი სხვა კაპიტნები არ გააკეთებდნენ, მაგალითად კალაძე, კობიაშვილი თუ კანკავა…

წელს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ყველა უნდა გავერთიანდეთ!.. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგს აუცილებლად ვაჯობებთ და ფინალში ვითამაშებთ. ვისურვებდი, ტოპ-გუნდებში მეტი ჩვენებური გვყავდეს – მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე…“,-აცხადებს ნუკრი რევიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,906 ნახვა