აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი ჰანთერ ბაიდენი თანახმაა, წარმომადგენლობითი პალატის სამ კომიტეტს ჩვენება მისცეს დახურულ რეჟიმში,-ამის შესახებ ინფორმაცია პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
ბაიდენ-უმცროსის დაკითხვა 28 თებერვალს არის დანიშნული და ერთ-ერთი იქნება იმ მოსმენათაგან, რომელზეც ბაიდენის პარტნიორები, ოჯახის წევრები და კოლეგები წარდგებიან და უპასუხებენ კონგრესმენ-რესპუბლიკელების შეკითხვებს იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებით. მანამდე ჰანთერ ბაიდენი უარს აცხადებდა კონგრესისთვის ჩვენების მიცემაზე, თუმცა რესპუბლიკელები მას დაემუქრნენ, რომ კონგრესის უპატივცემლობის საქმეზე მას სასამართლო გარჩევა ელოდა. ამერიკული კანონმდებლობით, პარლამენტში, ჩვენების მისაცემად გამოცხადება სავალდებულოა. ჰანთერ ბაიდენი ბრალდებულია რამდენიმე სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეზე. ერთ-ერთია გადასახადებზე თავის არიდება. კერძოდ, პროკურატურა ფედერალურ საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ წლების მანძილზე, გადასახადების დაფარვით, ბაიდენ უმცროსმა 1,4 მილიონი დოლარის სარგებელი მიიღო, ეს ფული კი, ეპატაჟურ გართობში, ძვირადღირებულ ავტომობილებსა და ნარკოტიკებში დახარჯა.