იაპონელებმა ქვეყნის ისტორიაში პირველად, თავისი კოსმოსური სადგური მთვარეზე უსაფრთხოდ დასვეს. აპარატი SLIM იაპონელების მეორე ცდაა დედამიწის თანამგზავრზე დასასმელად. ნავიგაციის ახალი სისტემა საშუალებას იძლევა, განხორციელდეს ჩანაფიქრი: ის მცირე კრატერის მახლობლად, წინასწარ არჩეულ ადგილზე დაეშვა.
უკანასკნელ პერიოდში მთვარეზე დაშვების რამდენიმე წარუმატებელი შემთხვევა იყო. აპარატები დაშვების ბოლო სტადიაზე იმსხვრეოდა. ამიტომ, იაპონური ზონდის დაშვება განსაკუთრებული ყირადღების ქვეშ იყო.
მანამდე, მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კენჯი კუშიკი აცხადებდა, რომ მთვარეზე დასაშვებად დამუხრუჭების დაწყება საშინელების 20 წუთი იქნებოდა, რომელსაც სუნთქვაშეკრული დაელოდებოდნენ.
განსხვავებით რუსული Луна-25-ისა, რომელიც 2023 წლის აგვისტოში, მთვარეზე დაშვებისას დაიმტვრა, ასევე ინდური „ჩანდრაიან-3“-ისა, რომელმაც თვარეზე დაშვება წარმატებით განახორციელა, იაპონური აპარატი შედარებით მცირე ზომისაა- მისი წონა 200 კგ-ა.