GD Banner
უცხოური მედია

ბორის ჯონსონი: ჩვენ ყველა უნდა გავიზარდოთ და შევეჩვიოთ ამ პერსპექტივას- ტრამპის პრეზიდენტობა, შესაძლოა, იყოს დიდი გამარჯვება მსოფლიოსთვის

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება, შესაძლოა, მსოფლიოსთვის დიდი გამარჯვება იყოს. მისივე თქმით, ტრამპი სწორად თუ მოიქცევა და მხარს დაუჭერს უკრაინელებს, მისი პრეზიდენტობა, შესაძლოა, იყოს დიდი გამარჯვება მსოფლიოსთვის“ამის შესახებ ბორის ჯონსონი „დეილი მეილში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

სტატიაში ბორის ჯონსონი აღნიშნავს, რომ ტრამპი იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინას და 2018 წელს ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინები“ გადასცა კიევს.

„რასაც არ უნდა ამბობდნენ ტრამპზე, ვერ დავიჯერებ, რომ ის ისურვებს ისტორიაში ისეთ პრეზიდენტად შესვლას, რომელმაც მიატოვა ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვნად დაეხმარა თავისუფლების შენარჩუნებაში“, – წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

სტატიაში ჯონსონი მიმართავს ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერს, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ამ საკითხზე იმდენად ნერვიულობდნენ, რომ „კოქტეილის ჭიქებში ყინულის ხმაც კი ისმოდა.“

„ამიტომ, ჩემო ანტიტრამპისტო მეგობრებო, მე გეტყვით, დამშვიდდით. რაც უფრო მეტს განიცდით და შფოთავთ, მით უფრო შემართული ხდებიან მისი მხარდამჭერები და, შესაბამისად, ტრამპის გამარჯვება შესაძლებლობიდან ალბათობად გადაიქცევა. დიახ მეგობრებო, დიდი სტაფილოსფერი დირიჟაბლი ისევ იბერება ატლანტიკის თავზე“, – წერს ბორის ჯონსონი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,367 ნახვა