GD Banner
საზოგადოება

ბაკურიანში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა წარმატებული სტარტაპერი გიორგი ტუხაშვილია

 

გუ­შინ ბა­კუ­რი­ან­ში, ერთ-ერთ სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 36 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც სხვა მო­თხი­ლა­მუ­რეს და­ე­ჯა­ხა.

ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ტუ­ხაშ­ვი­ლია. ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­რი იყო. წლე­ბი კონ­სალ­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და. ეხ­მა­რე­ბო­და კო­მერ­ცი­ულ და არა­კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და წარ­მა­ტე­ბით აშე­ნებ­და სტარ­ტაპ ეკო-სის­ტე­მას. მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა Startup Grind Tbilisi-ის ზრდა­ში, რაც სტარ­ტა­პე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ხელ­შე­სა­ხებ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ქმნის.

გი­ორ­გი 2 წლის წინ მარ­ტი­ვი ინ­ვო­ი­სი­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბის სტარ­ტაპ Kernel-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ის კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტის გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. გი­ორ­გის მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩა. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ცნო­ბი­ლი ექი­მი­სა და ფო­ტო­მე­მა­ტი­ა­ნის გივი ტუ­ხაშ­ვი­ლის ვა­ჟია. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს გი­ორ­გი ბა­კუ­რი­ან­ში ოჯახ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,208 ნახვა