„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ერთიანობა ლათინური სიტყვაა და ქართულად, საკუთარი ეგოს გარშემო ფეხების ბაკუნს ნიშნავს.
თუ ჩემი არ გჯერათ ჰკითხეთ რატომ ქმნის გვარამია ცალკე პარტიას გაერთიანების (?!) ეგიდით?რატომ გამოეყო ნაციონალურ მოძრაობას? რა საკითხებში უპირისპირდება მიშას?ან ლომჯარიას ჰკითხეთ, რატომარ უერთდება ლელოს?რა განასხვავებს ანა ნაცვლიშვილისგან?არაფერი გარდა პირველობის ჟინისა.ჩვენ, ევროპულმა საქართველომ, ვიცით რატომ ვართ ცალკე.ჩვენ ვუპირისპირდებით ერთი კაცის მმართველობას – გინდა ბიძინა იყოს, გინდა მიშა!ვამხელთ და ვუპირისპირდებით ჩრდილოვან მმართველობას ოპოზიციაში – ვუპირისპირდებით და პოლიტიკურ განადგურებას ვუპირებთ კეზერაშვილის კორუმპირებულ ჯუჯალარებს.ვამხელთ და ვუპირისპირდებით საპატრიარქოს რუსულ პოლიტიკას – შესაბამისად, ვუპირისპირდებით ოპოზიციის რელიგიურ პოპულიზმს -ამიტომაა ჩვენთვის ლელო მიუღებელი.და აი თქვენ რა გინდათ? ველს რატომ ანაწევრებთ ერთიანობის სახელით, როცა ერთმანეთისგან არ განსხვავდებით?
“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.