„ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში… ის მე შეურაცხმყოფს – ასე მოიხსენიებს სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამების საკათედრო ტაძარს ინტერნეტ გამოცემა Sova.news-სთან ინტერვიუში.
შეკითხვაზე, როდესაც ქვეყნის მთავარ ტაძარში მივიდა და სტალინის გამოსახულებით ხატს საღებავი შეასხა, ალბათ ესმოდა, რომ ხდებოდა რადიკალური ჯგუფების სამიზნე, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დაფიქრდა თუ არა რისკებზე, ნატა ფერაძე პასუხობს:
„ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის მთავარი ტაძარი, რადგან ის აშენებულია აბსოლუტურად კორუმპირებულად, აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული თბილისის განაშენიანება, ის დომინირებს ისტორიულ თბილისზე. ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში, ასე ვიტყოდი. როდესაც ახალ სახლს ვყიდულობდი, ჩემი კრიტერიუმი იყო, რომ ჩემი ფანჯრიდან ის არ უნდა ჩანდეს, რადგან ის მე შეურაცხმყოფს“, – ამბობს ფერაძე.