GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე – ჩუმად იყვნენ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება

ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ქონდა კონტრაქტორთან, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება – როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიცია პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდა ამბის ატეხვას.

„კახა კალაძის წინააღმდეგ, ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე “ანამნეზი”: ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ქონდა კონტრაქტორთან. (მაქსიმუმ ღლიცინებდნენ ). აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება – როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება. პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ ამბავი აეტეხათ…“ – წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,177 ნახვა