GD Banner
პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ჩინეთში ვიზიტზე-შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩატარებული იყო მაღალი დონის შეხვედრები, რაც დიდ შესაძლებლობას უხსნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას

„მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული იყო საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები, რაც დიდ შესაძლებლობას უხსნის ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“-ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა შანხაიში ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტი სრულდება და შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობაზე.

„დღევანდელ დღეს მთავრდება ვიზიტი. ბოლო შეხვედრები გვქონდა შანხაიში. მოგეხსენებათ, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია და საკმაოდ მნიშვნელოვანია შანხაისთან ცალკე მდგომად განხილვა ეკონომიკური ურთიერთობების. ჯამში, როგორც შანხაიში, მთლიანად ჩინეთს აქვს ამოუწურავი შესაძლებლობები, მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთი ეკონომიკური სიდიდით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, შესაბამისად, შესაძლებლობები უსაზღვროა და მნიშვნელოვანია, ჩვენ ქვეყანას და ჩინეთს შორის გამოყენებული იყოს და ათვისებული იყოს მაქსიმალურად ის შესაძლებლობები და ის პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, დაწყებული, როგორც სავაჭრო ურთიერთობებიდან, ასევე იმ დიდი პერსპექტივის განვითარებით, რასაც შუა კორიდორი ჰქვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჯამში მინდა აღვნიშნო, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთხელ გაესვა თანამშრომლობას ხაზი“-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,107 ნახვა