NBA-ს რეგულარული სეზონის 41-ე ტურში გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა. „ორლანდო“ სტუმრად „ატლანტასთან“ 2-ქულიანი სხვაობით, 104-106 დამარცხდა.
„მეჯიქის“ 24 წლის ქართველმა ლეგიონერმა კი 24 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ბლოკი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბითაძემ სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და მოხსნების რაოდენობით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
Facebook Comments Box