ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
შვარცენეგერის დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მან საბაჟო დეკლარაციაში ძვირად ღირებული საათი არ მიუთითა. ამის გამო ცნობილ მსახიობს რამდენიმე საათი საბაჟოს შენობაში ყოფნა მოუწია. შემდეგ მან 35 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა გადაიხადა და საათი დაუბრუნეს.
შვარცენეგერი მიუნხენიდან ავსტრიის კურორტ კიცბუელში მიდიოდა, სადაც კლიმატური სამიტი იხსნება. ამ ღონისძიების ფარგლებში აუქციონი ჩატარდება, სადაც შვარცენეგერი საკუთარი საათის გაყიდვას აპირებს. მიღებული შემოსავალი კი კლიმტის დაცვის ღონისძიებებს მოხმარდება.
საათი შვეიცარიულმა კომპანიამ Audemars Piguet-მა სპეციალურად მსახიობისთვის დაამზადა. შვარცენეგერის თქმით, ის დაახლოებით 20 ათასი ევრო ღირს. ამასთანავე, Piguet-ის საათების სტანდარტული მოდელების ფასი, როგორც წესი, 60 ათას ევროს და მეტს შეადგენს.