პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე რაიმე ორიგინალური არ მოხდება და არჩევნებს ისევ მმართველი გუნდი მოიგებს.
პოლიტოლოგის განცხადებით, ოპოზიციის დონე ნელ-ნელა ძალიან დაბლა იწევს.
„არ მგონია, არჩევნებზე რამე ორიგინალური მოხდეს, ყველა ველოდებით, რომ ისევ მმართველი პარტია იქნება მმართველი. ოპოზიცია ვერ მოასწრებს, შეიძინოს მოსახლეობის მხრიდან ის ნდობა, რომელიც მის რაიმე წინსვლას უზრუნველყოფს. შესაძლოა, მმართველი პარტია გაიყოს და თავისი განაყოფით ოპოზიციური ფრთა გააკეთოს. შეიძლება, მივიღოთ ორი პოზიციის მატარებელი პარტია ერთი ჯგუფიდან. ეს არაერთხელ მომხდარა, რომ მმართველ გუნდს ოპოზიცია გაუჩენია. ეს ახლა მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად. ოპოზიციის დონე ძალიან იწევს ნელ-ნელა დაბლა. არის რეპლიკები, შეფასებები, რაღაც ტალახის წინ და უკან ტარება და ოპოზიციის დონე მოსახლეობის დონესაც წევს დაბლა. ამიტომ აღარ არის იმის დრო, რომ პოლიტიკის გაუფასურების პროცესი თავისუფლად მივუშვათ. ეს მერე ქვეყანას დაუბრუნდება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.