GD Banner
პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს ერთი მხრივ სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე და მეორე მხრივ, იყოს ხიდი, კავშირი ორ კონტინენტს შორის

მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს ერთი მხრივ სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე და მეორეს მხრივ, იყოს ხიდი, კავშირი ორ კონტინენტს შორის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

„პანელური დისკუსია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას, იქნება ძირითადად ფოკუსირებული რეგიონულ თემატიკაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპისა და აზიის დაკავშირება. იცით, რომ საქართველო არის გეოგრაფიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი. საქართველო როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანა უნდა იყოს ეფექტური, შედეგიანი იმისთვის, რომ ეს კავშირები განვითარდეს. არაერთხელ ვსაუბრობდით „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე, განვითარებაზე. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს ერთი მხრივ სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე და მეორე მხრივ, იყოს ხიდი, კავშირი ორ კონტინენტს შორის“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. დღეს დავოსში პანელური შეხვედრა – სახელწოდებით „ევრაზიის ახალი გარიჟრაჟი“ გაიმართება, სადაც სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,143 ნახვა