GD Banner
უცხოური მედია

ჯეიკ სალივანი – უნდა შეგვეძლოს უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება – ვაგრძელებ რწმენას, რომ ორპარტიული მხარდაჭერის მობილიზებას საბოლოო ჯამში მივაღწევთ

უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამაზეა კონცენტრირებული. ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება უნდა მოხდეს.

“უნდა შეგვეძლოს უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება იარაღისთვის, რომელიც მას სჭირდება, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა მიაღწიოს შედეგებს, რომლებიც მას სჭირდება. ამისთვის საჭიროა ორპარტიული მხარდაჭერის მობილიზება, რომელიც გვაქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში, რათა ის ფულისთვის რეალურ ხმებად ვაქციოთ. პრეზიდენტი ბაიდენი სრულიადაა ამაზე კონცენტრირებული. ვცდილობთ ეს უახლოეს კვირებში მივიღოთ. ვაგრძელებ რწმენას, რომ ამდენი პერიპეტიების შემდეგ, ჩვენ საბოლოო ჯამში მივაღწევთ ამას”, – განაცხადა სალივანმა.

მან აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის ფონზე უკრაინამ ეკონომიკური რეფორმები გაატარა, საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზა გააძლიერა და დასავლეთთან ინტეგრაცია დააჩქარა.

“რა თქმა უნდა, ბრძოლა არ დასრულებულა. რუსეთმა მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ხშირი დანაღმული ველები მოაწყო, რაც უკრაინის მიერ დიდი ტერიტორიული დაბრუნების მიღწევას ართულებს. ჩინეთის დახმარებით პუტინი სამხედრო-სამრეწველო ბაზის მობილიზებას ახდენს და ეკონომიკა სამხედრო დროის რელსებზე გადაჰყავს. რუსეთი უფრო მეტ იარაღს ეძებს როგორც ჩრდილოეთ კორეისგან, ასევე ირანისგან, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას არღვევს, რომელთა მიღებასაც თავად მოსკოვმა მისცა ხმა”, – აღნიშნა სალივანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,893 ნახვა