GD Banner
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საქართველოს როგორც შუა დერეფანს და საქართველოს როგორც „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით

ჩინეთში ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გვექნება ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან. ჩინეთთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები სხვადასხვა ურთიერთობებს და კავშირებს ამყარებენ მსოფლიოში ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ჩინეთთან. საქართველოსთვისაც ეს ინტერესი რა თქმა უნდა ძალიან დიდია, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ნინო წილოსანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც შუა დერეფანს ჩინეთთან თანამშრომლობით დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია.

„ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრები და საუბრები, როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს როგორც შუა დერეფანს და საქართველოს როგორც „ერთი სარტყელი – ერთი გზის” მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით და რა თქმა უნდა ჩინეთი ამ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოსთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,135 ნახვა