როგორ ფიქრობენ ჩვენი ოპოზიციის “ზეპოლიტიკოსები,” რომ არა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და რაც მთავარია დღევანდელი ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკა, ისურვებდა კი ჩინეთი ჩვენთან თანასწორუფლებიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიური წინსვლის პირობაა? რა თქმა უნდა არა – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საქართველოს მიერ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.
ფოჩხუას თქმით, ზუსტად კანდიდატის სტატუსი, ევროპაში ინტეგრაცია და რაც მთავარია, მშვიდობა არის ის გარანტი, რომ შუა დერეფნის პროექტს აქვს უპირობო პერსპექტივა და მომავალი, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის.
„როგორ ფიქრობენ ჩვენი ოპოზიციის “ზეპოლიტიკოსები,” რომ არა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და რაც მთავარია დღევანდელი ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკა, ისურვებდა კი ჩინეთი ჩვენთან თანასწორუფლებიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიური წინსვლის პირობაა? რა თქმა უნდა არა. ენდომებოდა ჩინეთს იზოლირებულ, სანქციებით დახუნძლულ ქვეყანასთან ურთიერთობა? აქაც, რა თქმა უნდა არა. აი ზუსტად კანდიდატის სტატუსი, ევროპაში ინტეგრაცია და რაც მთავარია მშვიდობა არის ის გარანტი, რომ შუა დერეფნის პროექტს აქვს უპირობო პერსპექტივა და მომავალი, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის. აქ ისმის კითხვა, როცა ხარ საქართველოს მოქალაქე და ხედავ გვირაბში სინათლეს, სიხარულის სანაცვლოდ, უნდა ებრძოლო ამ პროექტს თან ყოვლად მიუღებელი მეთოდებით? ეს ადამიანები არ არიან ქვეყნის პატრიოტები, მხოლოდ ვიწრო პირადი ინტერესი ამოძრავებთ მათ და 2024 წლის არჩევნებამდე რაღა დარჩა “ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.