GD Banner
Uncategorized

პაატა მანჯგალაძე: საქართველოში არ გამოვა არც ავტოკრატია და არც ერთპარტიული მმართველობა

საქართველოში არ გამოვა არც ავტოკრატია და არც ერთპარტიული მმართველობა,- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტს ჩინეთში.

„ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ტოტალიტარულ რეჟიმთან პოლიტიკური გამოცდილების გაზიარება ვიცით ყველამ რასაც ნიშნავს და ძალიან მძიმედ დაამთავრებენ. საქართველოში არ გამოვა არც ავტოკრატია და არც ერთპარტიული მმართველობა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი. მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,207 ნახვა