GD Banner
პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: რასაც ჩვენ ვხედავთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ეს არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე

რასაც ჩვენ ვხედავთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ეს არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე , – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და არა საქართველოს ინტერესების დივერსიფიკაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები“, – აღნიშნა გეგელიამ.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს.ქართული ოცნების თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი. მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,141 ნახვა