GD Banner
რელიგია საზოგადოება

ძალიან სამწუხაროა, რომ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო – სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად დიდი აჟიოტაჟი ატყდებოდა – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

„ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო და ამ მოვლენას ვანდალიზმი არ უწოდა. დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად იქნებოდა დიდი აჟიოტაჟი ატეხილი“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში წმინ­და მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გამოეხმაურა.

„ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენ მივესალმებით ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს მოქცეული კანონის ჩარჩოში და არ იყოს ისეთი განუკითხაობა, როგორიც დღესაა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 3 წლის წინ, 2021 წელს მეუფე შიომ განაცხადა და თქვა, რომ ეს თუ არ მოხდა, ქვეყანაში სულ პოლარიზაცია იქნება.

ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო და ამ მოვლენას ვანდალიზმი არ უწოდა. დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად იქნებოდა დიდი აჟიოტაჟი ატეხილი. რატომღაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა. განცხადებები, რომლებიც ვრცელდება საპატრიარქოს ვებგვერდზე, ყოველთვის არის შეთანხმებული უშუალოდ პატრიარქთან. პირველივე განცხადებებში მე ვთქვი, რომ წმინდა მატრონას სტალინთან შეხვედრა უფრო მითია, ვიდრე დადასტურებული ფაქტი – სწორედ ეს აისახა განცხადებაში. მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც ჰქონდა სამართლიანი პროტესტი ამ ვანდალიზმის მიმართ, გაუჩნდა ნაკლოვანების გრძნობა, რომ თითქოს განცხადებაში უნდა ყოფილიყო რომელიმე კონკრეტული პირის დასჯის მოთხოვნა. ეს სრულიად გამორიცხულია, რადგან პატრიარქის სახელით ასეთი განცხადება ვერ გაკეთდებოდა“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,225 ნახვა