პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე, დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება არის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე.
„როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება არის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე. სხვა შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.