GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პოლიცია რომ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს, ეს დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებებით. „ენჯეოები“ ცდილობენ, საერთაშორისო ანგარიშებში საკუთარი დამოკიდებულებები შეაპარონ

„ენჯეოებს“ რა ხედვები და აღქმები აქვთ, განსაკუთრებით ვგულისხმობ „ენჯეოების“ ელიტურ ნაწილს, რომელსაც მონოპოლიზებული აქვს საგრანტო დაფინანსება საქართველოში, გასაგებია, ეს მათი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია და იარაღად იყენებენ-ხოლმე საერთაშორისო დასკვნებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მან ისაუბრა, იყო თუ არა გადაჭარბებული პოლიციის მოქმედება მარტისა და სხვა აქციების დროს.

„რაც შეეხება მარტის აქციებსა და პოლიციის მოქმედებას, იყო თუ არა ძალის გადაჭარბება. ეს საკითხი სწორედ „ენჯეოების“, ყოფილი ომბუდსმენისა და ზოგიერთი ყოფილი დიპლომატის ისტერიის საფუძველზე, საქართველოში დისკუსიის საგანი არაერთხელ გამხდარა. 2019 წლის ნოემბრის, 20 ივნისის და სხვა აქციებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებებით პირდაპირ ადანაშაულებდნენ და ისტერია ჰქონდათ ატეხილი, თითქოს საქართველოს პოლიცია უფლებამოსილებას აჭარბებდა. ყველა ეს საკითხი მივიდა სტრასბურგამდე და სტრასბურგმა თქვა, რომ პოლიცია იყო მართალი და მტყუანი იყო „ენჯეო“ სექტორი, ყოფილი ომბუდსმენი და ყოფილი დიპლომატები. საქართველოს პოლიცია რომ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს, ეს დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებებით. ასე რომ „ენჯეოები“ ცდილობენ საერთაშორისო ანგარიშებში შეაპარონ საკუთარი ასეთი დამოკიდებულებები და ეს ფუჭია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,180 ნახვა