GD Banner
პოლიტიკა

რუსეთმა იანუკოვიჩს ბოლომდე ჩახდა მოსთხოვა და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დასრულდა

 “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

სამების საკათედრო ტაძარში სტალინის კულტის აღმართვა კიდევ ერთი რაკურსითაა საინტერესო (გუშინდელ ლაივში მიმოვიხილე, მაგრამ დავწერ კიდეც).

რუსეთის ბუნებას აჩვენებს – აჩვენებს, როგორ ექცევა რუსეთი პარტნიორებს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთისთვის გაკეთებული აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება ვასალმა გაგიკეთოს – აქებს პუტინს, ულოცავს კირილს, აგინებს დასავლეთს, აქეზებს ძალადობას უმცირესობების წინააღმდეგ… მოკლედ, ყველაფერს უსრულებს. მაგრამ რუსეთისთვის ეს არაა საკმარისი – ბოლომდე უნდა გაგაფუჭოს და შენი ბოლო ჟამი ისტორიას შენივე აშენებულ ტაძარში აღმართული ბოროტების კულტით დაამახსოვროს.

რუსებმა დაუდგეს სტალინის კულტი სამებაში – თარხან მოურავმა და ინაშვილმა შეუდგეს პატრიარქს ჯალათის ხატი, რომელიც ისტორიას ილია მეორის ზეობის სიმბოლოდ დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს აღმოაჩნდნენ კეთილისმსურველები, რომლებმაც გაიაზრეს რომ სამებაში გამოსახული სტალინი ყველაზე მეტად ისევ პატრიარქს აზიანებდა. ჩვენთვის ამით არაფერი შეცვლილა – ისედაც ვიცოდით, რომ თანამედროვე ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სტალინის პირმშოა, მაგრამ ისტორიისთვის ვიზუალიზაციით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. იანუკოვიჩსაც ხომ იგივე უქნეს – იანუკოვიჩმაც ყველაფერი გაუკეთა, NATO-ზე საკონსტიტუციო უარი თქვა, სევასტოპოლში რუსული ბაზები დატოვა… მაგრამ ბოლომდე ჩახდა მოსთხოვეს და ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დასრულდა. ბიძინასაც იგივეს უზამენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,180 ნახვა