GD Banner
პოლიტიკა

ისრაელის საელჩო: „ირაკლი დეისაძე სამარცხვინო პიროვნება და მისი სიტყვები უნდა იყოს დაგმობილი”

საქართველოში ისრაელის საელჩო მუსიკოს ერეკლე დეისაძის კომენტარს ეხმაურება და მას ანტისემიტ, სამარცხვინო პიროვნებას უწოდებს. ერეკლე დეისაძემ ერთ-ერთ პოსტზე დააკომენტარა: “ყველა სიონისტი უნდა განადგურდეს”.

საელჩოს განცხადება:”ნიღაბი ჩამოხსნილია. კიდევ ერთი „ადამიანის უფლებების დამცველი“ ჩვეულებრივი ანტისემიტი აღმოჩნდა…გრცხვენოდეთ, ერეკლე დეისაძევ, თქვენი ანტისემიტური, უმსგავსო სიტყვებისთვის, როდესაც ყველა „სიონისტის“ განადგურებისკენ მოუწოდებთ, რაც ძირითადად ისრაელის ყველა მოქალაქე და მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელთა უმრავლესობაა7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც 1400 ისრაელელი ყველაზე სასტიკი ფორმით მოკლეს და 240 ადამიანზე მეტი გაიტაცეს სისხლისმსმელმა ტერორისტებმა, ისრაელი იძულებული იყო ემოქმედა ისე, როგორც ნებისმიერი ერი მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში – საკუთარი მოქლაქეების დასაცავად შეებრძოლებოდა ველურ ტერორისტებს, ვინც ამაყობს ბავშვების მოკლვით და გოგონების გაუპატიურებით.ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ სწრაფად გავიაზრეთ, რომ ზოგიერთის რწმენით, როდესაც საქმე ეხება ისრაელელებზე თავდასხმას, მათ წამებას, დასახიჩრებას, გაუპატიურებას, თავდაცვის უფლება ჩვენთვის არ არსებობს.ისინი ამბობენ, რომ თუ ხარ ისრაელელი ან ებრაელი შენ ამას იმსახურებ მხოლოდ იმის გამო, ვინც ხარ.როდესაც პოლიტიკური კრიტიკა ცალმხრივია და შთაგონებულია „ჰამასის“ სასაუბრო თეზისებით, ხშირად ბევრი დრო არ სჭირდება რეალური ზრახვების გამოაშკარავებას და ეგრეთ წოდებული აქტივისტების მიერ ებრაელების მკვლელობის ღია მოწოდებების ამოტივტივებას საჯარო სივრცეში.ეს ერეკლე დეისაძეა. ამაყი ანტისემიტი. არ აგერიოთ: თუ მისი სურვილი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება იქნებოდა, მაშინ ის დაგმობდა „ჰამასს“, რომელიც ღიად ქადაგებს ისრაელელების მკვლელობას და ამავდროულად ჩაგრავს და შეურაცხყოფს პალესტინელებს.მაგრამ როდესაც თქვენი რეალური სურვილი „ყველა სიონისტის განადგურებაა“, ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაცია და ებრაელების სიკვდილი, ასეთი ფაქტები თქვენთვის არაა რელევანტური.ეს სამარცხვინო პიროვნება და მისი სიტყვები უნდა იყოს დაგმობილი”.

ამ განცხადებას დეისაძე გამოეხმაურა: “ანტისემიტიზმზე არ გეთანხმებით და სამარცხვინოზე შეგვიძლია, ვიდაოთ”. მოგვიანებით მან ეს კონკრეტული გამოხმაურება წაშალა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,169 ნახვა