GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას – ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ, ბოლო ტესტი იქნება ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მზად ვარ დაგიჯდე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გესაუბრო

გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე [დებატებში], შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ, ბოლო ტესტი იქნება ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გესაუბრო – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გიორგი გახარიას.

ირაკლი ზარქუას თქმით, გიორგი გახარია შელახული იმიჯის ამაღლებას ცდილობს და ამისთვის დებატებში ბიძინა ივანიშვილი გამოიწვია .

„მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ახლა ცდილობს რაღაცნაირად აიმაღლოს და ვინ გამოიწვია? ბატონი ივანიშვილი, რომლის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია ასე თამამად გამოიწვიოს. მანამდე ვურჩევ, გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვირდებით, იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც, იქ გადადი და ბოლოს ამას რომ მოილევ ბოლო ტესტი იქნება, ეს არის ჩერგო, იქაც თუ გაძვრები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და იმ შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორც პრემიერ მინისტრის, სპეცოპერაციებზე და შემდეგ უკვე გუნდს რომ უღალატე და ქვეყანას და მერე რა მოიმოქმედე, როგორ შეუკარი კოალიციები მარგინალებს და მწვალებლებს საკრებულოებში, აი მაგაზე მერე გესაუბრები თუ სურვილი გექნება“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,169 ნახვა