GD Banner
უცხოური მედია

„4 უკრაინელი მეზღვაური იემენელი ჰუტების ტყვეობაშია“ – ზელენსკი  

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით,  იემენის შეიარაღებულ დაჯგუფებას, ჰუთებს, ოთხი უკრაინელი ჰყავთ დატყვევებული.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, დიდი ბრიტანეთის პრემიერთან, რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენი ოთხი მეზღვაური ჰუტებს ტყვედ ჩაუვარდა. ჩვენ ვიმუშავებთ მათ დაბრუნებაზე“, – თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წითელი ზღვის რეგიონში თავისუფალი ნაოსნობის უსაფრთხოება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გავლენას ახდენს უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გრძელვადიან ისტორიულ შეთანხმებას.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა და მოკავშირეებმა გასულ ღამეს იემენში ჰუტების 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

საუბარია სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ესაა პასუხი ნოემბრიდან წითელ ზღვაში, ჰუტების მიერ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,054 ნახვა