GD Banner
საზოგადოება

რიკოთის უღელტეხილზე მიწის მასა ჩამოწვა – ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. 

„ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა