GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: დღევანდელი აზერბაიჯანი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა

დღევანდელი აზერბაიჯანი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, მთავარი ამოცანა ქვეყანამ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, როდესაც სრულად აღადგინა სუვერენიტეტი.

„მოვლენების მსვლელობამ აჩვენა, რომ ეს გაკვეთილი უნდა იყოს არამხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც სომხეთის უკან დგას. შეუძლებელია ჩვენთან საუბარი მუქარითა და ქედმაღლობით“, – აღნიშნა ალიევმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,177 ნახვა