GD Banner
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია საკანონმდებლო ინიციატივაზე: კლასიკური პოლიტიკური ფარისევლობის ნიმუშია – გეგონება, ძალიან მორწმუნეები არიან, ძალიან ღელავენ ხატი არ წაიბილწოს

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ეს ინიციატივა არის კლასიკური პოლიტიკური ფარისევლობის ნიმუში. გეგონება, ძალიან მორწმუნეები არიან, ძალიან ღელავენ ხატი არ წაიბილწოს და ვინმეს შემთხვევით, ჯოჯოხეთში არ წაუცდეს ფეხი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ფაქტზე არის დაწყებული. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,169 ნახვა