აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, უსაფუძვლოა ისრაელის მიმართ გამოთქმული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს ეწევა. ამის შესახებ მილერმა კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკამ ისრაელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა.
„ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა. სინამდვილეში, სწორედ ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ღია მოწოდებებს ისრაელის განადგურებისა და ებრაელთა მასობრივი მკვლელობისკენ.
გენოციდი ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ქმედებაა, რომლის ჩადენაც ნებისმიერი დაჯგუფებას თუ სუბიექტს შეუძლია და ასეთი ბრალდებები მხოლოდ უდიდესი სიფრთხილით უნდა გამოითქვას.
ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას „ჰამასის“ ტერორისტული აქტებისგან. ეს ის ქმედებებია, რომელთა გამეორების ფიციც „ჰამასს“ აქვს დადებული, მანამ ისრაელი სრულად არ განადგურდება. ისრაელი ღაზაში მოქმედებს განსაკუთრებულად რთულ გარემოში – ურბანული ბრძოლის სივრცეში, სადაც „ჰამასი“ იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან“, – აცხადებს მეთიუ ლიმერი.