GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე სანქციების განკაცრება მნიშვნელოვანია თბილისის ისტორიული ცენტრის დასაცავად

პროცედურულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე სანქციების განკაცრება მნიშვნელოვანია თბილისის ისტორიული ცენტრის დასაცავად.

„თბილისი არის საკმაოდ რთული ურბანული ქსოვილი. მისი ისტორიული ცენტრი არის საკმაოდ გაჯერებული და მდიდარი ისტორიული თუ არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, იმიტომ რომ განვითარება, ეკონომიკის ზრდა, დეველოპერული საქმიანობის განვითარება იწვევს ამ ქსოვილში შეჭრას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია უფრო მკაფიო და მკვეთრი სანქციების არსებობა, რათა ეს არეალი დაცული იყოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე, გამკაცრებული სანქციები უკვე დღეიდან ამოქმედდა. ახალი კანონის მიხედვით, ფულადი ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,144 ნახვა