GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

თავის მხრივ უმრავლესობა (არანაკლებ კატეგორიულად!), არასდროს აპირებს უმცირესობის ჭკუაზე სიარულს და როცა ამას აძალებენ, თავადაც ძალიან ბრაზდება!-ვასილ მაღლაფერიძე

უკვე მყარ მოცემულობად იქცა, რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი და ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით მსოფლმხედველობით, სულიერად, გემოვნებით, სიკეთისა და ბოროტების აღქმით.

ფაქტობრივად, აღარ დარჩა რაიმე თემა, რასაც ეს ორი ჯგუფი ერთნაირად აღვიქვამთ – ის რაც ერთისთვის წმინდაა, მეორეს მაინცდამაინც იმის წაბილწვა სწადია!

ამავე დროს, აგრესიული უმცირესობა რატომღაც კატეგორიულად დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ყოველთვის და ხმის ამოუღებლად უნდა ემორჩილებოდეს და რადგან ასე არ ხდება, ძალიან ბრაზობს და კიდევ უფრო აგრესიული ხდება!

თავის მხრივ უმრავლესობა (არანაკლებ კატეგორიულად!), არასდროს აპირებს უმცირესობის ჭკუაზე სიარულს და როცა ამას აძალებენ, თავადაც ძალიან ბრაზდება!

აქ შერიგებაზე და შუაშისტობაზე საუბარი უშედეგო სპეკულაციად დარჩება, ვინაიდან, ამ ორი ნაპირის შეერთება ამ ცხოვრებაში აღარ მოხდება და მათი აზრი ყოველთვის გაიყოფა, ხან – შობის თარიღის გამო, ხან – კვერცხი რომელი ბოლოდან უნდა გატყდეს, ხან – ისე, არაფრის გამო!

ამის მიზეზი კი ის არის, რომ სხვადასხვა ნაპირზე ვცხოვრობთ, სხვადასხვა დაუწერელი კანონებით ვცხოვრობთ და არც ერთი მხარე არ აპირებს საკუთარ მეობაზე უარის თქმას.

ამ ორი ჯგუფის ცხოვრების წესი, განსაკუთრებით საკვანძო საკითხებში, ერთმანეთს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და, ხშირად, სრულად გამორიცხავს – ის რაც ერთისთვის სათნოებაა, მეორესთვის ბოროტებაა და პირიქით!

ასე რომ, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ნერვების დაზოგვის ერთადერთ გზად მხოლოდ სრული და ყოვლისმომცველი იგნორი რჩება!

P.S. სხვათა შორის, საამისოდ ფეისბუკს ყველა ფუნქცია აქვს.-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვასილ მაღლაფერიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,201 ნახვა