რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ლიბერალური დემოკრატიის ზეიმია ევროპაში! საფრანგეთს “გეი” პრემიერ-მინისტრი ჰყავს! Vive Le France!
ეს ისტორიული მოვლენა მადამ პღეზიდენტს უნდა მიულოცოთ!
აღსრულდა საუკუნოვანი ოცნება ფრანგი რაინდების, მუშკეტერების, ნაპოლეონის და მისი მარშლების. შინ ევროპისკენ!“,-წერს გოგა ხაინდრავა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ელიზაბეტ ბორნი თანამდებობიდან გადადგა, ვაკანტურ უმაღლეს პოსტზე ახალგაზრდა, გაცხადებული გეი – გაბრიელ ატალი ინიშნება.
გაბრიელ ატალი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იქნება. მისი მამაკაცი პარტნიორია სტეპან სეჟურნი, რომელიც პრეზიდენტ მაკრონის პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
Facebook Comments Box