GD Banner
პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: უახლოეს მომავალში მომზადდება კანონპროექტი, რომლითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის

გუშინ სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი არის ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის ერთი პატარა ეპიზოდი, ხოლო მისი შემსრულებელი ნატა ფერაძე უსამშობლო და უღმერთო სექტის ერთი რიგითი წევრი და აქტივისტი, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

ბოჟაძის თქმით, უახლოეს მომავალში მომზადდება კანონპროექტი, რომლითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ასეთ კანონი დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და უნდა არსებობდეს საქართველოშიც.

„გუშინ სამების ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტი არის ჩვენი სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის ერთი პატარა ეპიზოდი, ხოლო მისი შემსრულებელი ნატა ფერაძე უსამშობლო და უღმერთო სექტის ერთი რიგითი წევრი და აქტივისტი. ,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბოლშევიკური მეთოდებით ებრძოდა დედა ეკლესიას(გლდანში და ფერიას მთაზე ეკლესიების დანგრევა) და 2012 წლის მერე კი ოპოზიციიდან, საკუთარი განაყოფებით(ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე), მართვადი მედიის(მთავარი, ფორმულა, ტვ პირველი), სამოქალაქო სექტორის ნაწილით, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებით, ვითომ პოეტებით, ვითომ მწერლებით, ვითომ ხელოვანებით, ვითომ ინტელექტუალებით, თითქოს ლიბერალებით და ამ დროს ნამდვილი ჩეკისტების, ბოლშევიკების ხელით აგრძელებს ჩვენი რწმენის და ჩვენი პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლას. შობის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებული ,,დისკუსია”, ხატების წაბილწვასა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც ვერც სახელმწიფოს და ვერც საზოგადოების მხრიდან ვერ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. უახლოეს მომავალში მომზადდება კანონპროექტი, რომლითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის, ასეთ კანონი დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და უნდა არსებობდეს საქართველოშიც. #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს.“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,143 ნახვა