GD Banner
პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის გაერთიანების ცენტრის შექმნაზე- როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის გარშემო, როცა არ გააჩნიათ ასეთი სიმძიმის ცენტრი

„ოპოზიციის პრობლემა არის ერთ მნიშვნელოვან საკითხში. ისინი ამბობენ რომ უნდა გაერთიანდნენ ცენტრის გარშემო, მაგრამ არ აქვთ ცენტრი“- ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საჭიროა ოპოზიციის გაერთიანებების ცენტრის შექმნა, რაც იქნება „ქართულ ოცნების“ დამარცხების ფორმულა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის ეს განცხადებები განწირულია. ჯერ იპოვონ პოლიტიკური სიმძიმის ცენტი და შემდგომ იფიქრონ გაერთიანებაზე.

„როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის გარშემო, როცა არ გააჩნიათ ასეთი სიმძიმის ცენტრი. რომელია ასეთი სიმძიმის ცენტრი ხომ? რა თქმა უნდა, არცერთი. ამიტომ, მათი ეს განცხადებები განწირულია. რაც არ უნდა ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება მეორე განშტოებას შეერწყას, ისინი რეალურად ერთი ჯგუფია. უბრალოდ ცენტრი სიმძიმის არ გააჩნიათ, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არ აქვთ და არც იკვეთება რომ ოპოზიციაში ვინმე ასეთი შეიძლება იყოს, ვინც შეძლებს გაერთიანებას. ამიტომ ჯერ იპოვონ პოლიტიკური სიმძიმის ცენტი და შემდგომ იფიქრონ გაერთიანებაზე“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,143 ნახვა