სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც ნეტარ მატრონა მოსკოველთან ერთად იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს.
ინფორმაციას აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს.”სულ ჯენზი მოთქვამდაო მატრონას და სტალინის ხატთან, ვინც იქ იყო, მწერენ, სიწმინდეები შეილახაო“, – წერს ფერაძე.”შენ გვერდში ვარ! და მადლობა“, – საჯაროდ უხდის მადლობას ნატა ფერაძეს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა წმინდა მატრონას ხატის ფოტო, რომელზეც გამოსახულია ეპიზოდები წმინდანის ცხოვრებიდან.
ერთ-ერთ ეპიზოდზე მატრონასთან ერთად, გამოსახულია იოსებ სტალინი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის დროს თავად ეწვია წინასწარმეტყველ მატრონას და რჩევა ჰკითხა. მატრონამ კი, ურჩია, რომ მოსკოვი არ დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოიგებდა ომს.
ფოტოზე ჩანს, რომ აქტივისტებმა საღებავი მატრონას გამოსახულებას შეასხეს, ხატის ის ნაწილი კი, სადაც სტალინის გამოსახულებაა, უვნებლად დატოვეს.