რეალურად, ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. გვყავს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც კვლავ თავისი მიმართულებით იმუშავებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მან არჩევნებისთვის ოპოზიციის შესაძლებლობები შეაფასა.
„რესურსი აღარ აქვთ, რომ იმუშაონ, რასაც ჰქვია პოლიტიკური მუშაობა, პარლამენტში მუშაობა. ვფიქრობ, კვლავ უნდა ველოდოთ იმას, რომ დესტაბილიზაცია იქნება ერთადერთი რესურსი, რომლითაც ისინი წარმოდგებიან საზოგადოების წინაშე. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარებისთვის აუცილებელი ისეთი პირობები, რომელსაც ვერანაირად ვერც ერთი გადაჯგუფებული თუ გადმოჯგუფებული გუნდი ვერ შესთავაზებს. ეს სამწუხარო ფაქტია და რეალურად, ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. გვყავს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც თავისი მიმართულებით კვლავ იმუშავებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.