იტალიის „სერია ა-ს“ მე-19 ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საბა საზონოვის „ტორინოს“ დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მოთამაშეების გუნდების შეხვედრა ტურინში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ამ ეტაპზე „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. გუნდის ანგარიშზე 28 ქულაა. „ტორინო“ კი 24 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
Facebook Comments Box