GD Banner
Uncategorized

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი ნაცისტური გერმანიის რიტორიკის გამოყენებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი ნაცისტური გერმანიის რიტორიკის გამოყენებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიის შტატში გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მზად არის, მსხვერპლად გაიღოს ამერიკული დემოკრატია.

“დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია შეპყრობილია წარსულით და არა მომავლით. ის მზად არის, მსხვერპლად გაიღოს ჩვენი დემოკრატია ძალაუფლების მოსაპოვებლად”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე დაადანაშაულა დონალდ ტრამპი ნაცისტური გერმანიის რიტორიკის გამოყენებაში.

“ის საუბრობს ამერიკელების სისხლის მოწამვლის შესახებ და ზუსტად იგივე ენას იყენებს, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში იყენებდნენ”, – დასძინა მან.

-0:08

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა