GD Banner
საზოგადოება

გურამ შეროზია დომენიკ მანგოს: მანამდე არ მოისვენებ, სანამ ოფიციალურად არ გამოვითხოვთ ამონაწერს, რამდენი ირიცხება შენთან და აქედან რეალურად რამდენი ხმარდება გაჭირვებულ ადამიანებს

 ბლოგერი დომენიკ მანგო ბლოგერ გურამ შეროზიას უპირისპირდება:

Guram Sherozia’s Blog ამასწინათ, ლამის უთოდანაც რომ ლაპარაკობდი შენი ბინების რაოდენობაზე და ოთხმოცდამეჩვიდმეტე ქვეყანაში მოგზაურობით გვემარიაჟებოდი, მთელი ფეისბუქი რომ გადააჭრელე იმაზე საუბრით, თუ როგორი ქველმოქმედი ხარ, დავიჯერო ვერსად ვერ მოგხვდა თვალში ჩვენი თემოს ამბავი? ისე კი ხარ ჩაყუდებული ჩემს გვერდზე და პოსტს არ მაზავ, მერე ლაჩრულად რომ იჭორაო შენს გამომწერებთან. აბა სად ხარ 20 ბინიანო ქველმოქმედო? როგორც შენ აღწერ შენი კომპლექსებით, კაი ფულიანი ვინმე უნდა იყო. დისერტაციებიც გაქვს დაცული (როგორც ამას ლამის უთოშიც კი იძახი). 17 წლის ბიჭია საწოლს მიჯაჭვული და გულის გადანერგვა სჭირდება. 220,000 ლარი შევუგროვეთ უკვე. ხომ არ შეამატებდი ერთ ათას ლარს? ვნახოთ როგორი მდიდარი და ქველმოქმედი ხარ ამას + იქნებ ინტელექტისაც აჩვენო რამე და ქაჯივით არ ავარდე, როგორც გჩვევია-ხოლმე. ჩქიმ, ჩქიმ,-წერს დომენიკ მანგო

ბლოგერი, გურამ შეროზია კი, საპასუხო წერილს აქვეყნებს:

1. შენ რომ აგრესიული და დაუნახავი “ქადჟი” არ იყო, შემოიხედავდი აქამდე ჩემს 26 ათასიან საქველმოქმედო ჯგუფში და ნახავდი, რას აკეთებენ საოცარი ადამიანები!2. შენ რომ შეჭმარიტად კეთილი იყო, სხვისი ლანძღვის ხარჯზე არ შეეცდებოდი თავის რეკლამირებას.3. შენ რომ უანგაროდ კეთილი იყო, ერთი თუ ათი სიკეთის მერე სანაცვლოდ ხალხს აიფონის და კამერის ფულის შეგროვებას არ სთხოვდი თავხედურად.4. შენ რომ მაგალითი იყო – ხელს გაანძრევდი, იმუშავებდი და ინტერნეტ მოწყალების მთხოვნელად არ იქცეოდი  5. გუშინ რომ გადაშლილ ბიბლიას და ქართველებს აგინებდი – დღეს იმ კაცის კეთილშობილებას ვერაფრით დამაჯერებთ! ვისაც დააჯერე – ვწუხვარ მათ გამო  6. მანამდე არ მოისვენებ, სანამ ოფიციალურად არ გამოვითხოვთ შენგან კანონის ძალით ამონაწერს, რამდენი ირიცხება შენთან და აქედან რეალურად რამდენი ხმარდება გაჭირვებულ ადამიანებს. ერთმა ბრძენმა ინფლუმ სწორი თქვა, თუ რამე მაქვს, ერთი ბინა თუ ასი – ჩემი შრომით და წვალებით მაქვს, გარშემო მყავს ყველაზე მეტი დასახმარებელი, მათთვისაც ვიცლი და სხვებისთვისაც, ჰოდა მუქთახორა “მეინტერნეტეებმა” – შორს ხელები ჩემგან!  

პ.ს. ქუვეითში ვარ, ინტერნეტი იშვიათად მაქვს და მით უმეტეს შენს გვერდზე არ შემოვდივარ არასდროს, ასე რომ ახლა ვნახე ეს ამბავი და ვეხმაურები. ამ საყვარელ ბიჭს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ინფოს ვდებ კომენტარებში,

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,035 ნახვა