„სალომე ზურაბიშვილი რამდენი ტრიბუნასთან დადგა, იმდენი უბედურებები უთხრა საკუთარ საზოგადოებას“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას, მას სხვანაირად არ შეუძლია.
„როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს იმიტომ, რომ რაღაც უბედურებას დამართებს თავის თავსაც და სახლსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, რადგან, რამდენი ტრიბუნასთან დადგა, იმდენი უბედურებები უთხრა საკუთარ საზოგადოებას.
ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საზოგადოებას, მისივე ამომრჩეველს. ამ ადამიანს სხვანაირად არ შეუძლია. ჩვენ სად გვაქვს იმის რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს, ჩვენ თვითონ შევუწყოთ ხელი იმაში, რომ ასანთი მივცეთ, ცეცხლი აანთოს და თავის თავსაც და ქვეყანასაც უბედურება დამართოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.