უკრაინის სამხედრო დახმარების გარეშე ომი უფრო ახლოს იქნება ჩვენთან. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ 4 იანვარს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იტალიის მთავრობის მეთაურმა ნეგატიურად შეაფასა განცხადებები, რომ “ჩვენ არ უნდა ვაგზავნიდეთ იარაღს უკრაინაში, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციამდე მიგვიყვანს”.“ჩვენ რომ გვექნა ის, რასაც ისინი გვთავაზობენ, ვინც ამბობს, რომ უკრაინას მხარი არ უნდა დავუჭიროთ, მაშინ მშვიდობა არ გვექნებოდა. შემოჭრა გვექნებოდა, მაშასადმე, ომი სახლთან უფრო ახლოს” , – განაცხადა მელონიმ.
Facebook Comments Box